ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების დეტალებს ახმაურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების დეტალებს ჰყვება.
"რამდენიმე წუთიანი არ იყო ეს შეხვედრა - გავუწოდე ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა. ვუთხარი სასიამოვნოა შეხვედრა-მეთქი, იმანაც მითხრა, სასიამოვნოაო. აი, ეს იყო სულ. წესით, გაგრძელება მომავალში უნდა მოჰყვეს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დავოსში ყოფნისას.
მისივე განმარტებით, აქვს განცდა, რომ ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდანაც მზადყოფნაა.
"თუ ურთიერთობის დალაგების პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ. პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა შიდა არავითარი დამატებითი კავშირები რუსეთთან არ მაქვს. უბრალოდ, მე ვაკეთებ კარგ ანალიზს. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შემიძლია კარგი ანალიზი გავაკეთო და გავთვალო კონკურენტის პოზიციაც კი. ამ მხრივ, ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს სიტუაცაა არ არის სასარგებლო არც ერთი მხარისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.
კომენტარი