გადაწყვეტილება მიღებულია - პრეზიდენტის გადაყენებას "ოცნება" ხვალ დილიდან იწყებს
პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ დილიდან იწყებს - გადაწყვეტილება მიღებულია, კენჭისყრა ხვალ გაიმართება. სხდომათა დარბაზში კი ოცნების პირისპირ პრეზიდენტი იქნება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივა და სიტყვითაც გამოვა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კი დღეს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ოპოზიცია ვერდიქტს სამარცხვინოს უწოდებს, "ოცნება" კი ოპოზიციას ლანძღავს და პრეზიდენტს უღირსად აცხადებს.
"მე გუშინაც ბიუროზე ვთქვი და დღესაც მკაფიოდ ვთქვი, რომ თუ ქალბატონ სალომე სურს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, რა თქმა უნდა, მას მოვიწვევთ და ექნება შესაძლებლობა გამოვიდეს. გვექნება შუადღით კიდევ საუბარი, ოთხშაბათს, ხვალ დილით, 12:00 საათზე, ეს იქნებოდა ჩემი წინადადება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა, ასე რომ, ამ მხრივ წავიდეთ", - თქვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განხილვის დროს პარლამენტში მივა და რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".
კომენტარი