პატრიარქის წერილი მარგველაშვილს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ხალხი იმედით გიყურებთ და შევთხოვ ღმერთს, მოგცეთ ძალა, ამ მოლოდინის გამართლებისა. საქართველოს ახალ სივრცეში უწევს ადგილის დამკვიდრება, რაც რთული პროცესია. ვიმედოვნებთ, შეძლებთ უპასუხოთ დროის გამოწვევებს და ამასთან დაიცვათ ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები. წყალობა ღვთისა არ მოგკლებოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისა, რათა ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს", - ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.
კომენტარი