შაქარი ერთნაირად მავნებელია როგორც ტვინისთვის, ასევე სხეულისთვისაც
ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უშლის გონების პროგრესირებას და იწვევს მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნას.
ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა ვირთხების ორი ჯგუფი შექმნეს. ორივე ჯგუფს ექვსი კვირის მანძილზე დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შემცველი ბლანტი სითხით კვებავდნენ.
ყველაფერთან ერთად, ვირთხების ერთ ჯგუფს ომეგა-3-საც აძლევდნენ, რაც სტიმულირებას უწევს ტვინის მუშაობას, მეორე ჯგუფი კი მსგავს „დესერტს“ არ იღებდა.
ექსპერიმენტის დაწყებამდე 5 დღით ადრე, მეცნიერებმა ვირთხები ლაბირინთში მოათავსეს და აიძულეს გასავლესიკენ გზა კარგად აეთვისებინათ. იმავე ლაბირინთში მოათავსეს „მოხალისეები“ ექვსი კვირის შემდეგაც.
მეცნიერებმა კი დაკვირევბი შემდეგ დასკვნა გამოიტანეს: პირველ ჯგუფს, რომელბიც დამატებით ომეგა-3-ს იღებდნენ, შეეძლოთ შედარებით ნელა მოძრაობა, მაგრამ არ ჰქონდათ დაკარგული ორიენტაცია. მეორე ჯგუფი კი ზემეტად დაღლილი იყო, მღრღნელები ერთი ადგილიდანაც კი არ იძროდნენ და მათ სხეულში მომატებული იყო ინსულინის დონე. მსგავსი ეფექტი სწორედ აღნიშნული ჰორმონის მატებამ გამოიწვია.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დიდი რაოდენობით შაქარი ხელს უშლის ინსულინის სწორად გამომუშავებასა და მის მოქმედებას. ეს კი უარყოფითად აისახება, როგორც ადამიანის ორგანიზმზე, ასევე ადამიანის გონებასა და მეხსიერებაზე.
კომენტარი