სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო. გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების მფლობელობაში არსებული პორტფელის ოდენობა იგივე დარჩა, ხვედრითი წილი კი შემცირდა.

საერთაშორისო განვითარების მხრივ, საყურადღებოა, რომ რეგიონის ქვეყნების სუვერენული რისკ პრემია კვლავ შემცირდა, რაც როგორც ჩანს, ერთი მხრივ, უკრაინაში საომარი კონფლიქტის შედარებით დაბალ ალბათობაზე და მეორე მხრივ, თურქეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად გაუმჯობესებულ შეფასებაზე მიუთითითებს. თუმცა, კვირის ბოლოს უკრაინის გარშემო დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.

დოლარის მხრივ, აშშ-ის იანვრის ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის უფრო მეტად აწევის მოლოდინებიც გაიზარდა და დოლარიც მცირედით გამყარდა. მართლაც, საქართველოსაგან განსხვავებით, როდესაც ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები შემცირდა, ამერიკაში ამ ინდიკატორითაც ინფლაციის მაღალი ზეწოლა იკვეთება.

4 თებერვალს, “Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზე, სტაბილური მოლოდინით დაადასტურა. ძირითადი მაკრო მაჩვენებლების პროგნოზები თიბისი კაპიტალის დეკემბრის მოლოდინებთან მთლიანობაში შესაბამისია, თუმცა, სავარაუდოდ, ლარში საპროცენტო განაკვეთის უფრო ნაკლები შემცირებით.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 14 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100