სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგის გლოვობს მთელი სოფელი. ოთხი შვილი დარჩა. მეხუთეზეა ორსულად ცოლი... მოსწავლისგან დაინფიცირდა - ტრაგედია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ, ზედა ეწერის მკვიდრის 67 წლის იური აფხაზავას შვილი, გიორგი აფხაზავა კორონავირისით გარდაიცვალა.

იური აფხაზავა, მაშინ პირველი პაციენტი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში, რომელმაც კორონავირუსი მკურნალობის შემდგომ ორ კვირაში დაამარცხა.

იური აფხაზავა კორონავირუსით სტამბოლში იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო კონგრესზე შარშან დაინფიცირდა.

„გიორგის გლოვობს მთელი სოფელი. ოთხი შვილი დარჩა. მეხუთეზეა ორსულად ცოლი. ასეთი ახალგაზრდა.

მოსწავლისგან დაინფიცირდა სავარაუდოდ, კომპიუტერულ პროგრამებს ასწავლიდა. გუშინდლამდე კონტაქტური იყო, ამბობენ ჩატრომბვა მოხდაო”,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ახალგაზრდა მამაკაცს ოთხშაბათს თბილისში დაკრძალავენ.



წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100