ახალი Porsche 911უფროძლიერი, უფრო სწრაფი და ციფრული!
პორშე ცენტრი თბილისმა ქართველ მომხმარებელს ახალ Porsche 911-ს წარუდგინა. უნაკლო სპორტული ავტომობილი წელს 55 წლის გახდა და მე-8 თაობის ახალი მოდელი წარმოადგინა.
ახალი
911 არცერთ ტრადიციას არ ღალატობს და ამავდროულად, მაქსიმალურად თანამედროვეა. მასში
არის პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინი, კიდევ უფრო ათლეტური ვიზუალით და სრულიად
ახალი ინტერიერი, რომელშიც 10,9-დუიმიანი სენსორული ეკრანი დომინირებს.
პორშესთვის
დამახასიათებელი უნიკალური სიზუსტით შესრულებული სავალი ნაწილიდა ინოვაციური ასისტენტს
სისტემები აერთიანებს უკან განთავსებული ძრავის მქონე სპორტული ავტომობილის უკომპრომისო
დინამიკას მოდურ, ციფრულ სამყაროსთან.
როგორც ახალი
Porsche 911-ის, ასევე ღონისძიების მთავარი კონცეფციაა "მარადიული ავტომობილი"
(Timeless Machine). 911 მართლაც მარადიულია, ის ებრძვის ხანმოკლე მომენტებს და წინააღმდეგობას
უწევს წარმავალ წამებს, ის უძლებს დროს.
ახალი მოდელის
პრეზენტაციისთვის გამოიყენებული იქნა ფართო მასშტაბის ტექნიკურ დეტალები -ინსტალაციას,
რომელიც საქართველოს რეალობაში ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ეს არის უნიკალური აუდიო-ვიზუალური
წარმოდგენა რომლის მეშვეობითაც მოხდა ახალი 911-ის ინოვაციური პრეზენტაცია.
ღონისძიების
მთავარი მიზანი პორშეს სულისკვეთების გადმოცემა და ხაზის გასმა გახლდათ, რომ ახალი
911 არის მის წინამორბედთა ერთობლიობა, წარსულის გამოხატულება და მომავლის ხედვა.
პორშემ მოდელი
911-ის წარმოება1964 წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით 1,049,330 მანქანა
გამოუშვა. 2018 წელს Porsche 911-ი კომპანიის მიერ წარმოებულ მოდელებს შორის ერთ-ერთი
ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი გახლდათ. მხოლოდ 2018 წელს Porsche 911-ი 35 573 ეგზემპლარი
გაიყიდა, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის გაყიდვებზე. აღსანიშანვია,
რომ კომპანია წელს გაყიდვების კიდევ უფრო დიდ ზრდას ელოდება ახალი თაობის 911-ის მოდელის.
სპონსორები:
სოლო, გალფი, ქრონოგრაფი, სარაჯიშვილი.
კომენტარი