16 წლის გოგონა თანაკლასელებმა სუიციდამდე მიიყვანეს
16 წლის დაგმარა პშიბიში პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში ცხრა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. წლების განმავლობაში თანაკლასელები მას სულელ პოლონელს უწოდებდნენ. ამ ფაქტმა საბოლოოდ გოგონა სუიციდამდე მიიყვანა და მან თავის პირდაპირ სკოლის საპირფარეშოში მოიკლა. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, თანაკლასელი გოგონები გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებდნენ გოგონას და მოუწოდებდნენ, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო.
გარდაცვალების დღეს დაგმარას გოგონები თავს დაესხნენ და მას ხელი ძლიერ დაუზიანეს. ერთ-ერთი თანაკლასელი კი პშიბიშის დაცვას შეეცადა. ამის შემდეგ დაგნარა შევიდა საპირფარეშოში და იქიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. სუიციდის შემდეგ მოძალადე გოგონები პოლიციას უყვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ბიჭმა მიატოვა და სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი გაირკვა და ბულინგისა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი გოგონები პოლიციამ წაიყვანა დაკითხვაზე.
კომენტარი