სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს

პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ასევე ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უკვე დაუკავშირდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისთვის.

პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 5 ადამიანის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და შეეცადნენ, რომ ამგვარად შესულიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100