სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძის თქმით, ავტობუსის მოცდის დრო 20-დან 7 წუთამდე შემცირდება - როდის ამოქმედდება "ჭკვიანი" ტრანსპორტის სისტემა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თანამედროვე, "ჭკვიანი" საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს, კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

"ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდება. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი," - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ავტობუსის მოცდის დრო საშუალოდ, 20-დან შვიდ წუთამდე შემცირდება.

"სამწუხაროდ, ზოგ უბანში ან საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან მოცდის დრო ძალიან დიდია. მომდევნო წლებში ეს პრობლემა მოგვარდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღეს დედაქალაქის საკრებულო მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100