ბათუმის სასტუმროების ყველა ნომერი საახალწლოდ ტურისტებმა უკვე დაჯავშნეს
ბათუმის სასტუმროთა ნომრების უმრავლესობა საახალწლოდ უკვე დაჯავშნულია. ამის შესახებ „კომერსანტ.ჯი“-ს აჭარის ა.რ-ის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის მმართველმა, ვაჟა დიასამიძემ განუცხადა.
წლევანდელი ზამთრის სეზონზე აჭარის ტურისტულ ობიექტებზე შარშანდელთან შედარებით 40%-ით მეტ ვიზიტორს ელოდებიან. დიასამიძეს მიაჩნია, რომ ეს სწორი მარკეტინგით და იმითაცაა განპირობებული, რომ აჭარის რეგიონი, მისი მთავრობა და ქალაქი ბათუმი, როგორც საუკეთესო ახალი კურორტი, ნიცაში, ამერიკული აკადემიის პრიზებით დაჯილდოვდნენ.
„ამის შემდეგ ტურისტულ ბათუმზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო და დაინტერესება გაიზარდა“, - ამბობს ვაჟა დიასამიძე.
მისი თქმით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით აჭარის მთავრობამ კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება გაატარა - მომსახურების სფეროში. დიასამიძემ განაცხადა, რომ საშუალო სტატიკის მქონე რესტორანში ამ ზამთარს ვახშამი 7-დან 20 ლარამდე დაჯდება.
კომენტარი