სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ვარ აბიტურიენტი

მე ვარ აბიტურიენტი“ არის ფეისბუქის გვერდი, რომელიც შეიქმნა 3 წლის წინ და უკვე 3 თაობას ჰქონდა საშუალება ქონოდა არა უბრალოდ ჩვეულებრივი, მონოტონური აკადემიური წელი, როცა ისინი დადიოდნენ მასწავლებლებთან, მეცადინეობდნენ და ბრუნდებოდნენ სახლში, არამედ მათი 1 მოსამზადებელი წელი გახდა უფრო მრავალფეროვანი. მეცადინეობის შემდეგ მათ აქვთ საშუალება გაუზიარონ ცოდნა, ემოციები და აზრები დანარჩენ 25,000+ აბიტურიენტს.

„მე ვარ აბიტურიენტის“ მისიაა დავეხმაროთ აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში, გავაცნოთ უნივერსიტეტების შეთავაზებები და სიახლეები, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

სამი წლის განმავლობაში გვქონდა იდეა, ერთად სადმე შევიკრიბოთ, გავიცნოთ ერთმანეთი და ძალიან მაგრად გავერთოთ. წელს ეს იდეა რეალობად იქცევა. აპრილის ბოლოს „მე ვარ აბიტურიენტის“ სამივე თაობისთვის ჩატარდება “SPRING BREAK” საღამო კლუბ ტრიუმფში. საზღვარგარეთ “SPRING BREAK” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიება არის, რომელიც უკვე დღესასწაულადაც კი იქცა. ამ დროს არდადეგებზე ან უქმეებზე სტუდენტები, აბიტურიენტები და მოსწავლეები ერთად მიდიან დასასვენებლად და გასართობად.

პირველი ქართული საღამოს გახსნის საქართველოს ვარსკვლავი ლუკა ზაქარიაძე, “After Party“-ს კი გაუძღვებიან Qasra და Gigi Doliva. ასევე, საღამოს მიეცემა საქველმოქმედო სახეც. „—„ ფონდის თანამშრომლობით, დაიდგმება ყუთები. ხალხს შესაძლებლობა ექნება დაეხმაროს პატარა თენგოს, რომელსაც ....

საღამოს პარტნიორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თსუ და ნატახტარი. საღამოს საინფორმაციო მხარდამჭერები არიან „ITV.ge”, „droni.ge” და “presa.ge”

ბუნება გაზაფხულით გვეუბნება - დროა შევისვენოთ და გავერთოთ!

http://www.facebook.com/events/179041572248305/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100