სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა ქორწილის დღისთვის 50 კილოგრამი დაიკლო, რათა სასურველი კაბის ჩაცმა შეძლებოდა

32 წლის ინგლისელი ჯემა დობინგი გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა და მალევე შეუდგა ქორწილის სამზადისს. იმის გამო, რომ ქალი 110 კილოგრამს იწონიდა, სასურველი საქორწინო კაბა ვერ შეარჩია, ამიტომ გადაწყვიტა, ქორწილამდე 50 კილო დაეკლო.

დიეტოლოგებმა და ფიტნეს-ინსტრუქტორებმა მისთვის შექმნეს სპეციალური კვების რაციონი, რომლითაც ჯემა მაქსიმალური მონდომების შემთხვევაში მიაღწევდა სასურველ შედეგს. საპატარძლოს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ თავი ძალიან კარგად გაართვა და ქორწილისთვის ზუსტად 50 კილო დაიკლო. არავინ ელოდა, რომ ჯენა ჯვრისწერაზე საკურთხეველთან საოცარ ფორმაში გამოცხადდებოდა, თუმცა მისმა ვიზუალმა ყველა გაოცებლი დატოვა. ემოციები ვერც სასიძომ შეიკავა და ჯვრისწერის წინ ცრემლმორეულმა უთხრა ჯემას, რომ ის ნამდვილ დედოფალს ჰგავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100