შიშველი ფემინისტების აქცია პრეზიდენტის სასახლის წინ
არგენტინაში ასამდე ფემინისტმა პრეზიდენტის სასახლის წინ აქცია მოაწყო. ისინი შიშვლები გამოვიდნენ ქალთა ძალადობის დასაგმობად. ფემინისტები არგენტინის პრეზიდენტს მაურისიო მარკის ამ მხატვრული პერფორმანსით მოუწოდებდნენ გარკვეული ზომების მიღებას ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ფემინისტები პერფორმანსის დაწყებისას ჩუმად იდგნენ, შემდეგ კი ტრანსფარანტები გაშალეს და კლასიკური მუსიკის ფონზე „დახოცილი ქალების გვამების გროვა“ შექმნეს თავიანთი სხეულებით, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში ძალადობის შედეგად უამრავი ქალი იღუპება.
კომენტარი