სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრაზის: „თქვენი მოგებული ომის დედაც მ....ნ!“ ავტორი ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობს

ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ქართველი ჯარისკაცებისადმი. მიმართვაში ირაკლი ოქრუაშვილი ჯარისკაცების მიმართ თბილი დამოკიდებულების გამჟღავნებას ცდილობს და მათ ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

ცინიზმის გარდა სხვას ვერაფერს უწოდებს ადამიანი მიმართვის იმ ნაწილს, სადაც ოქრუაშვილი წერს: „თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ. ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ჰქვია“.

მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ამ სიტყვების ავტორი ავტორია ასევე ფრაზისა, რომელიც ტელეკამერების წინ, ჯარისკაცების მისამართით მაშინ ისროლა, როცა თავდაცვის მინისტრი იყო: „თქვენი მოგებული ომის დედაც მ...ნ!“

მიმართვაში სხვა ცინიკური ფრაზებიც ბლომადაა:

„ორი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ ვერც ერთი სხვა მოხელე, იქნება ეს პოლიციელი თუ მეციხოვნე, ტოლსაც ვერ გიდებთ წესიერებაში, ღირსებასა და ქვეყნის სიყვარულში. თუმცა შესაბამისი დაფასება ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გქონიათ. სააკაშვილმა თავზე ჯალათი დაგასვათ ახალაიას სახით, იმ ერთადერთი მიზნით, რომ გაკონტროლონ, დაგთრგუნონ და აზრის გამოთქმა აგიკრძალონ იმ სიბინძურეზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.“ – კიდევ ერთხელ დავამატებთ, რომ ამ ტექსტის ავტორია პიროვნება, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში სწორედ დღეს მის მიერ „ჯალათად“ წოდებულ ახალაიას დაურეკა და პრემიერ–მინისტრად დანიშვნის სანაცვლოდ რუსთაველზე ხალხის დაშლა შესთავაზა...

მიმართვის ბოლოს კი ექს–მინისტრი ჯარისკაცებს აშკარა დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომელსაც „ხალხის მხარდაჭერად“ ფუთავს და საქართველოში მის ჩამოსვლასაც აანონსებს:

„ცოტა ხანში თქვენ დადგებით ურთულესი არჩევანის წინაშე. ასეთი მომენტი იშვიათად დგება ადამიანის ცხოვრებაში.
რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან.
ამ დროს მე, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან , ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად.
თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს თუ დადგებით ხალხთან და მე პირადად ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ.
ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი! "

დღეს რუსულმა "ობშაია გაზეტამ" ოქრუაშვილის მოსკოვურ ვიზიტთან დაკავშირებით დაწერა, რომ მას მოკლე მეხსიერება აქვს და დაავიწყდა, როგორ მიმართავდა სულ ცოტა ხნის წინ რუს ხალხს, რომელსაც "ფეკალური მასების" დალევას სთავაზობდა. როგორც ჩანს, მოკლე მეხსიერების პატრონ ოქრუაშვილს ჰგონია, რომ ქართველი ჯარისკაცებსაც მოკლე მეხსიერება აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100