თუ ვინმე დედას შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს...მანახეთ ერთი ვაჟკაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვა აზრის არის - ბერა
„მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, ასეთ ადამიანს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს“ – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მე არც კი დავიწყებ კამათს, იყო ეს ავთენტური არ იყო ავთენტური, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია მე ასეთ ადამიანს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს დღესაც.
მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
კომენტარი