სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბულგარეთში „ვამპირების“ ჩონჩხები აღმოაჩინეს...

ბულგარეთის ქალაქ სეზოპოლში უძველესი “ვამპირების“ ჩონჩხები აღმოაჩინეს.

ეს სხეულები შუა საუკუნეებში იქნა დამარხული. ჯერჯერობით ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა ამ ჩონჩხბის მფლობელები სვამდნენ თუ არა ადამიანის სისხლს, მაგრამ მეცნიერბის თქმით ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს იმ აზრს, რომ ბულგართის რამდენიმე სოფელში მეოცე საუკუნემდე ადამიანთა ერთ-ერთი ძირითადი საკვები სისხლი გახლდათ.

თქმულებების თანახმად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს და ბოროტებისკენ მიდრეკილ პიროვნებებს გარდაცვალების შემდეგ სხეულში მეტალისა და ხის ჯოხებს არჭობდნენ, ასევე ლურსმნებით ლუქავდნენ მათ “სასახლეებს“, რათა ღამით მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაში ვამპირად არ გადაქცეულიყვნენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ჩონჩხები არაერთგზის იქნა აღმოჩენილი. სწორედ ამიტომ დაიწყო მათი გამოკვლევა და სწავლულებმა კვლევის ფარგლებში არაერთ ლეგენდასა თუ თქმულებას მიაკვლიეს.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კი გამოიკვლიეს, რომ გარდა ფილმებში არსებული ვამპირებისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვამპირისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან.

ინგლისში მედიის წარმომადგენლებმა ორი ბიჭუნა აღმოაჩინეს, რომელბიც მეტად იშვიათი დაავადებით იტანჯებიან. ამ ბიჭუნებს მეტად ბასრი ეშვები აქვთ და ისინი მზის შუქზე ვერ ჩერდებიან.

ამ გენეტიკური დაავადების გამო, ადამიანებს უბრალოდ არ შესწევთ ძალა სხეულის ტემპერატურა არეგულირონ. მზის შუქსე რამდენიმე წუთით დარჩენის შემთვევაშიც კი, მათი კანი წვას იწყებს.

მსგავსი დიაგნოზით მსოფლიოს მასშტაბით 7 ათასი ადმაიანი არსებობს. მსგავსი დაავადების ნიშნებია, ჩაშავებული ქუთუთოები, თხელი თმა, ლაქები კანზე და მკვეთრად განვითარებული ეშვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100