სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" პრეზენტაცია 25 ნოემბერს არ შედგება

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" 25 ნოემბერს უნდა დაფუძნებულიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო. ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში გადადების მიზეზად "ხელოვნურად შექმნილი პრობლემებია" მითითებული.

განცხადების მიხედვით, სპორტის სასახლეში დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება ვერ ხერხდება, რადგან დარბაზი 1 იანვრამდე დაკავებულია. ალტერნატიულ შემოთავაზებაზე - "ივენთ ჰოლზე" "ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფმა უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ფილარმონიის დარბაზი ყრილობაზე დასწრების ყველა მსურველს ვერ დაიტევდა.

ამ დროისთვის ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სად და როდისშედგება "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყრილობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100