„ჯეოკაპიტალთან“ ერთად ოცნებები სრულდება!
„ჯეოკაპიტალმა“ იპოვა ალექსანდრე... დიახ, სწორედ ის ალექსანდრე, რომელმაც 2016 წლის 14 ნოემბრის ღამეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეოკაპიტალის“ თბილისის ფილიალის წინ ავტომანქანის მიერ წაქცეული ქოთანი წამოაყენა, შიგ დააბრუნა გადმოვარდნილი მცენარე და ბოლოს მიწაც გულმოდგინედ ჩაუყარა შიშველი ხელებით...
აღნიშნული ფაქტი ფილიალის წინ დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო ვიდეო-კამერამ დააფიქსირა და მისი ნახვის შემდეგ, „ჯეოკაპიტალის“ მენეჯმენტმა ერთხმად გადაწყვიტა ეპოვა ეს გულისხმიერი ადამიანი და მისთვის სათანადო მადლობა გადაეხადა. ამ მიზნით, ვიდეო ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ატვირთეს და საზოგადოებას ვიდეოში ასახული ადამიანის პოვნაში დახმარება სთხოვეს https://www.facebook.com/Geocapital.ge/?pnref=story
უცნობი ახალგაზრდის საქციელმა, რომელშიც თითქოს საოცარი არაფერი იყო, უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა - ორიოდე საათში ვიდეოს ათიათასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა. შედეგმაც არ დააყოვნა და „ჯეოკაპიტალმა“ ვიდეოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა იპოვა - იგი აღმოჩნდა 21 წლის ალექსანდრე ბუზალაძე.
სიკეთე დაუნახავი და დაუფასებელი არასოდეს რჩება...
20 ნოემბერს ჯეოკაპიტალის წარმომადგენლებმა ალექსანდრეს სიურპრიზად დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს, მადლობა გადაუხადეს სამაგალითო მოქალაქეობრივი ქცევისათვის და საჩუქრებიც გადასცეს:
· „ჯეოკაპიტალი“ მას სრულად დაუფინანსებს სწავლას დრამისა და კინოს მსახიობის სასწავლო კურსზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში
· გარდა ამისა, „ჯეოკაპიტალმა“ ალექსანდრეს შესთავაზა თანამშრომლობა - გახდეს კომპანიის სახე
კომპანიაში აცხადებენ: „ალექსანდრეს უახლოესი მეგობრისაგან ჩვენ წინასწარ,
„კონფიდენციალურად“ მოვიპოვეთ ინფორმაცია ალექსანდრეს ცხოვრებისეული მიზნის შესახებ
და გადაწყვიტეთ ხელი შეგვეწყო მისთვის ამ მიზნის მიღწევაში“.
„იმ ტერიტორიაზე, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი,
ხშირად მიწევს გავლა. იმ ღამესაც სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოვიარე. ქოთანი იმ
მდგომარეობაში რომ დავინახე, მივედი და გავასწორე, მიწა უკანვე ჩავაბრუნე და
ყვავილი მოვაწესრიგე. ჩემს საქციელში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ალბათ,
ჩემს ადგილას სხვაც ასევე მოიქცეოდა. ეს ქოთნები და ყვავილები ხომ ასე ალამაზებენ
ქალაქს, ვიღაცამ ხომ იზრუნა მის იქ დადგმაზე... ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანები
უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის შრომას და, რაც მთავარია, ქალაქს. რაც შეეხება
სიურპრიზს, რომელიც „ჯეოლაპიტალმა“ მომიწყო მართლაც საოცარი იყო... „რესტორან
„თავადურში“ ვმუშაობ და სწორედ იქ მომიწყვეს შეხვედრა, ისე, რომ ჯერ ჩვეულებრივი
სტუმრები მეგონა... თავიდან ძალიან დამაბნია ამ ყველაფერმა, შემდეგ ეს დაბნეულობა
უდიდესმა სიხარულმა შეცვალა... სამი
წელია, რაც გორიდან თბილისში ჩამოვედი და პირდაპირ მუშაობა დავიწყე. სამწუხაროდ,
ვიცოდი, სწავლას და მუშაობას ვერ შევათავსებდი, თან ამის ფინანსური საშუალებაც არ მქონდა
და სწავლის გაგრძელება სამომავლოდ გადავდე. თუმცა „ჯეოკაპიტალმა“ ჩემი ცხოვრება
ერთ დღეში შეცვალა... დიდი მადლობა მათ ასეთი გულისხმიერებისთვის“ - ამბობს ალექსანდრე,
რომელიც არა მხოლოდ გულისხმიერი, არამედ თავმდაბალი ადამიანიც აღმოჩნდა.
ალექსანდრეს ახლა
უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ „ჯეოკაპიტალთან“ ერთად ოცნებები სრულდება...
და ეს არაა პირველი და მხოლოდ ერთადერთი ფაქტი იმისა, რომ კომპანია „ჯეოკაპიტალი“
ღირსეული კორპორატიული მოქალაქეა - გარდა საფინანსო სექტორში მოღვაწეობისა,
კომპანია მუდმივად ზრუნავს სამოქალაქო ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებაზე, საზოგადოების სოციალურად
დაუცველ წევრებზე, მიუსაფარ ცხოველებზე და იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ, რაც
ჩვენი ყოველდღიურობაა:
· 2012 წელს „ჯეოკაპიტალმა“ დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული ბიზნეს სფეროს სხვადასხვა თემატური ტრენინგებით სრულიად უფასოდ აწვდის განათლებას ნებისმიერ მსურველს https://www.facebook.com/GeoCapitalEducation/?fref=ts
· 2014 წელს მოახდინა ქუთაისში „ჯეოკაპიტალის“ ფილიალის ოფისის გვერდით მდებარე სკვერის რეაბილიტაცია და დღეს GC პარკი ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს, თანამედროვე სივრცედ მიიჩნევა https://www.facebook.com/GeoCapitalpark/?fref=ts
· 2015 წელს დააარსა საქველმოქმედო კომიტეტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცებულთა თავშესაფარსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ეხმარება. საქველმოქმედო კომიტეტსა და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის MAC-ს შორის გაფორმებული ურთიერთდახმარების მემორანდუმის ფარგლებში, „ჯეოკაპიტალი“ დახმარებას უწევს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს და მათ ოჯახებს განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაში...
იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება კიდევ ბევრი პოზიტიური მოვლენის, უანგაროდ გაკეთებული კეთილი საქმეების, მათი სათანადო დაფასების და აღიარების მონაწილენი გავხდებით.
კომენტარი