სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ტარდება

დღეს, 27 ივნისს, პარიზში, ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან 90 წლისა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით , "გრან პალეში" კონფერენცია ტარდება.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტისა და საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენცია "საქართველო 2011. დამოუკიდებლობის 20 წელი" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100