სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ასამბლეის 33-ე და ბალტიის საბჭოს 20-ე სესიას დაესწრება

23-24 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეის რიგით 33-ე და ბალტიის საბჭოს რიგით 20-ე სესიას დაესწრებიან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სესიას სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, სკანდინავიის საბჭოს, ბენილუქსის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები და ბალტიის ქვეყნებში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100