სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭორ-მართალი: აი რატომ მოექცა გიორგი ნაზღაიზე გვანცა ბაგრატიონს უხეშად

თოქშოუ პროფილში წარმოშობილ კონფლიქტს გიორგი ნაზღაიძესა და გვანცა ბაგრატიონს შორის ყვითელი მედია აქტიურად განიხილავს, შესაბამისად ამ თემაზე ჭორაობენ ცნობილი ადამიანების ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანებიც.

ნაზღაიძის აგრესიის მიზეზად ჭორის დონეზე გაიჟღერა შემდეგმა ვერსიამ „გიორგი შეყვარებულია და ცდილობს თავის რჩეულს ეჭვიანობის მიზეზი არ მისცეს და გვანცას მიერ დადგმულმა შოუმ ნაზღაიძის გარიზიანება სწორედ ამიტომ გამოიწვიაო. გვანცასთან აგრესიული მოქცევით ნაზღაიძე ცდილობს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ სხვა ქალები არ აინტერესებსო“

ამ ჭორს ყურადღებას არ მივაქცევდით, მაგრამ გუშინ საღამოს გიორგიმ ფეისბუქზე დააშეარა droni.ge-ს ძველი სტატია სახელწოდებით „მარიამ საჯაიასა და გიორგი ნაზღაიძის ფეისბუქ-ფლირტი. ნანუკა შოუში ახალი რომანი დაიწყო?“ ( http://droni.ge/?m=6&AID=12258 ) ლინკის აღწერილობაში კი მოდელმა და ტელეწამყვანმა მხოლოდ სმაილები დაწერა.

გიორგის ფეისბუქ გვერდზე ჩვენი სტატიის გამოჩენის შემდეგ droni.ge ნაზღაიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე რა ხდება თქვენსა და მარიამ საჯაიას შორის, ნაზღაიძემ მოკლე პასუხი გაგვცა: „არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს, ბოდიში“

პირადი თემების ჟურნალისტებისგან დამალვა გიორგის უფლებაა, ამიტომ აღარ ჩავძიებივართ, თუმცა ის ფაქტი, რომ ნაზღაიძე მარიამ საჯაიასთან დაკავშირებულ ჭორებს არ უარყოფს, უკომენტაროდაც ბევრის მთქმელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100