სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუკრი ქანთარია: “ხუდონჰესი ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს“

"საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს." - ასეთი განცხადება გააკეთა ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ.

მისი თქმით, სვანები ქვეყნის საკეთილდღეოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას. “ბუნებრივია იქ არსებობს პრობლემები, რომლებიც ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ მათი უფლებები არ შეილახოს. მე როგორც ვიცი, ალტერნატიული სოფლის აშენებას სთავაზობენ, სადაც ყველანაირად იქნებიან უზრუნველყოფილნი. ქვეყნის საკეთილდღეოდ მათ უნდა მიიღონ ეს წინადადება, რაც სვანებს არაერთხელ გაუკეთებიათ." – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100