როგორი იქნება ოქტობერფესტი 2018 წელს - ფაქტები, დეტალები და სტატისტიკა
Oktoberfest-ი მასობრივი წამოწყებაა, ეს არის მასშტაბური ღონისძიება თავისი კარვებით, რომლებიც, როგორც წესი, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივლისში იშლება. იქ უამრავი ლუდი და საჭმელია, რომელიც მიუნხენსა და ბავარიაში მზადდება; ასევე ლოგისტიკა და კარგი ორგანიზება, რათა მიიზიდონ ყველა და ყველაფერი იმ ადგილას, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს.
გთავაზობთ საინტერესო და საკვირველ ციფრებს, ფიგურებსა
და დეტალებს ოქტობერფესტის შესახებ:
·
ბოლო წლების
განმავლობაში, ფესტივალისთვის მომზადდა ნახევარი მილიონი შემწვარი ქათამი, 115 000
ღორის ძეხვი და ახლა უკვე ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის განკუთვნილი ათასობით
თეფში ისეთი კერძებისა, როგორიც არის პასტა და სალათები;
·
რამდენად მასშტაბურია
ოქტობერფესტი: ყოველწლიურად ფესტივალს 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს; ოქტობერფესტზე
ლუდის ზოგიერთ კარავს 7 000-დან 10 000 ადამიანის დატევა შეუძლია;
·
პერსპექტივისთვის,
აერობუს 747-ს ფესტივალზე 450 ადამიანი გადაჰყავს; ოქტობერფესტის კარავი იმდენ ადამიანს
დაიტევს, რამდენის გადმოყვანაც 15 ან 21 ცალ 747-ს შეუძლია;
·
ოქტობერფესტისთვის
გამოყოფილ ტერიტორიას Theresienwiese ან უბრალოდ wiesn ჰქვია და მისი ფართობი 420,000 კვ.მეტრია, ანუ 4.5 მილიონი კვ.ფუტი;
·
ფესტივალს პერსონალი
12,000-დან 13,000 ადამიანს მოიცავს.
კომენტარი