"ცხრავე შემიტანილია" - საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია.
მისი თქმით, 9-დან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარი