ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერობა ნოე სულაბერიძეს შესთავაზეს, დადასტურდა - ნახეთ, რას წერს ნოე
რამდენიმე დღის წინ დრონი.ჯი-მ შემოგთავაზათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვეს ქორეოგრაფებმა და რეჟისორმა. ასევე, ჩვენი წყაროს ცნობით, შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობა ფიქრობდა პროდიუსინგში ნოე სულაბერიძის ჩართვას, თუმცა ამის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან ყველა თავს იკავებდა.
წინა ტური ერთი კვირით გადაიდო, როგორც არხის ხელმძღვანელობა განმარტავს, მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძემ დადო პოსტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შესახებ:
"ცეკვავენ ვარსკვლავები" დღეს ყველაზე აქტუალური და საინტერესო იქნება!
22:00 საათი - ნაცნობი დრო, მშობლიურ არხზე
თქვენი,
ნ. სულაბერიძე".
როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და პროექტის ახალი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე იქნება.
კომენტარი