ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგს იწყებს
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტია, ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მოლაპარაკებებს იწყებს. პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ და ხელისუფლებას მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. დღეს უკვე ხელისუფლებამ ამ საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.
ფდდგკდფოპგკპდფო
ფდდგკდფოპგკპდფო
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის დასაწყებად, მოსაგვარებელი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება.
ფდდგკდფოპგკპდფო
ფდდგკდფოპგკპდფო
მათივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, სუფთა ფურცლიდან და ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს, რაზედაც ოპოზიციამ თანხმობა განაცხადა.
ფდდგკდფოპგკპდფო
ფდდგკდფოპგკპდფო
საზოგადოებამ რვა ოპოზიციური ძალის გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად შეაფასა. საზოგადოების ნაწილისთვის, ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა და მიიჩნიეს, რომ ამ ოპოზიციური პარტიებიდან უმრავლესობა ხელისუფლების სატელიტია.
ფდდგკდფოპგკპდფო
ფდდგკდფოპგკპდფო
"დრონი.ჯი" ამ საკითხზე სასაუბროდ "კონსერვატორ" კახა კუკავას დაუკავშირდა.
ფდდგკდფოპგკპდფო
– ბატონო კახა, საზოგადოების ნაწილმა თქვენი გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლების სატელიტი პარტიები ხართ, თქვენ მიიჩნევდით, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ ჰქონდა და რა შეიცვალა დღეს? თვლით, რომ დიალოგით შედეგი მიიღწევა?
კახა კუკავა: "ჩვენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, უბრალოდ, სახელისუფლებო მედია ავრცელებდა ისეთ ჭორებს, რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებასთან დიალოგს მუდმივად გავურბოდით. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სადავო საკითხები მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ, ახლაც ასეა და ამიტომაც გამოვთქვით მზადყოფნა ხელისუფლებასთან სასაუბროდ. მაგრამ თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ გზით საკითხების გადაწყვეტაზე და, არაერთხელ უთქვამს კიდეც უარი, ამ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, რომ გამოვიყენოთ პროტესტის სხვადასხვა ფორმები".
კომენტარი