სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმერეთში მე-10 კლასის მოსწავლემ მე-12 კლასელი მოკლა

იმერეთის რაიონ სოფელ დიმში, მე-10 კლასის მოსწავლემ, ხვიჩა ანაკიძემ, ცივი იარაღით მე-12 კლასელი გრიგოლ მარუაშვილი მოკლა.

აღნიშნული ინფორმაცია, „ინტერნეტ.ჯი“-ს იმერეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ინცინდენტი სასკოლო პროცესის დროს არ მომხდარა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. საქმეს პოლიცია იძიებს“,- განაცხადა მშვილდაძემ.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს სხეულზე 8 ჭრილობა აღენიშნება.

ადგილობრივი სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100