სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 8 პატიმარი

მექსიკაში, ხალისკოს შტატში, პუენტე გრანდეს ციხეში 8 პატიმარი მოკლეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირება პატიმრების სპორტულ აქტივობას უკავშირდება და შეიარაღებულმა პირები მათ თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც პატიმრები თამაშში ჩაერთნენ.

სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა იმსხვერპლა, ოთხი ცემით მოკლეს, ერთი პატიმარი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კიდევ რვა პატიმარი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შემთხვევის გამო ხუთი ადამიანი დააკავეს. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, გამოიძიებენ, თუ არიან საჯარო მოხელეები მომხდართან კავშირში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100