სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს:ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია, ეს უკრაინული სისხლია

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჟენევაში, მერების კონფერენციაზე ჩართვისას, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვა, შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან.

მან აღნიშნა, რომ რომ რუსეთთან გადახდები სისხლით არის გაჟღენთილი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან გაგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი", - განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100