სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოეტი ზვიად რატიანი სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოეტი ზვიად რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან . ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ზვიად რატიანის ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა განცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზვიად რატიანს აქვს ტვინის შერყევა, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც რატიანს გადაადგილება უჭირს.
„ზვიად რატიანი გადაიყვანეს ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერ გადაადგილდებოდა, აქვს ტვინის შერყევა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. სახლიდან გადაიყვანეს. სხეულზე აღენიშნება დაზიანებები“, - განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, რატიანი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. ის სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, ორი დღის წინ გააჩერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100