სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოქროს არწივი“ - ს პრეზენტაცია

29 აპრილს .ქართულმა ლუდის კომპანიამ" საგურამოში ახალი ლუდის – „ოქროს არწივი“ - ს პრეზენტაცია გამართა და ექსკლუზიურად, მისული სტუმრებისათვის, ახალი ბრენდის დეგუსტაციაც მოაწყო.

„ცენტრალური ევროპის ისტორიული რეგიონი - ბოჰემია დღევანდელი ჩეხეთის 2/3-ს შეადგენს. სწორედ ბოჰემიაში იქმნებოდა და ვითარდებოდა ლუდის კულტურა, რამაც ჩეხურ ლუდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ოქროს არწივი - ბოჰემიური ლაგერის ტიპის ლუდია. 3 სახეობის უმაღლესი ხარისხის ალაოს უნიკალური ნაზავი უზრუნველყოფს მის ღია ოქროს ფერს. არომატული ბოჰემიური სვია კი საოცრად სასიამოვნოდ ხდის მის დალევას“ - მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს ს.ს “ქართული ლუდის კომპანიის” კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ახალი ბრენდის პრეზენტაციას წინ უძღოდა განსხვავებული სარეკლამო კომპანია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მის მიმართ. „ოქროს არწივი“ ბოჰემური სტილის ბრენდი იქნება. “ეს იქნება ადგილობრივი პრემიუმ კლასის ლუდი. ალაო და შვრია, რომლითაც „ოქროს არწივი“ მზადდება, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულია. ჩვენს ლოგოზე გამოსახულია არწივი. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით შევარჩიეთ სახელწოდებაც. ეს ბრენდი არის ხალხისთვის, ვინც ლუდისგან უფრო მეტს ითხოვს და მას მხოლოდ გასაგრილებლად არ სვამს. რაც შეეხება პირდაპირ კონკურენტებს, ამ კლასის ლუდებში საფასო კატეგორიის (ერთი ბოთლი 1,80-მდე) მიხედვით ნიშა თავისუფალია. თავად სარეკლამო კამპანია საინტერესო და ხუმრობანარევია. მსგავსი კამპანია კი ყოველთვის წარმატებულია. გვინდოდა, ამ ბრენდის მიმართ ცნობადობა შეგვექმნა, კამპანიაში ჩაგვერთო მომხმარებელი. ასევე, გვსურდა გვეთქვა მომხმარებლებისთვის, ყურადღებით დააკვირდნენ ნებისმიერ რეკლამას და ინფორმაციას. ნუ გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს – კონკრეტული რამ ნამდვილი ოქროა თუ მხოლოდ ბრწყინავს“ - განმარტავს კახა პაიჭაძე

„2012 წლის ნოემბრის თვიდან კომპანიაში, დაახლოებით 11 მილიონი ევროს ინვევესტიცია განხორციელდა. ჩვენ შევძელით ამ მცირე დროში მოგვეპოვებინა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ათობით ქვეყნაში ლუდი მოყვარულთა გულების მონადირება და ნდობის მოპოვება“ - განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100