არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს- ოთო ნემსაძემ დუმილი დაარღვია
მომღერალმა ოთო ნემსაძემ დუმილი დაარღვია და ერთი-ერთიშის შესახებ ალაპარაკდა.
„ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება, პირველ რიგში არვის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და ვინც მიცნობს იცის რასაც ვფიქრობ ზოგადად ჩემს კოლეგებზე და მითუმეტეს ინტრიგანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ.
პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს ჯერჯერობით ამ კონკურსზე რომელიც ცოტა ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა არც ამ შოუთი დაწყებულა და არც აქ არ დამთავრდება.
მინდა ყველამ იცოდეს და თუ ვინმეს სურვილი აქვს გადაახვიოს და ნახოს, რომ მე ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ერთ-ერთ საუკეთსო მომღერალს თაკო გაჩეჩილაძეს სცენაზევე მივულოცე და დღესაც და ცხოვრების ბოლომდეც ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას.
რაც შეეხება სცენაზე დგომას, ნამდვილად არ გავჩერდებოდი იმ სცენაზე სადაც ფინალში მიკროფონი მეთიშება და სადაც ნამდვილად ის აურაა რომელში ყოფნასაც არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვუსურვებ.
ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ შეურაწმყოფელი კომენტარებისაგან და დატკბით ცხოვრებით. წარმატებები ყველას და მადლობა უამრავ ადამიანს რომელიც არა მარტო ამ სამი თის განმავლობაში არამედ მთელი ცხოვრებაა ჩემს გვერდით არიან. მიყვარხართ და მეამაყებით.“ - წერს ნემსაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი