კოტიკო თოლორაია თემო მჟავიამ ჩაანაცვლა
ბინა 18 ახალი სეზონიდან მაყურებელს ახალი წამყვანით უბრუნდება, კოტიკო თოლორაია თემო მჟავიამ ჩაანაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით დრონი.ჯი გადაცემის მეორე წამყვანს ლევან გოგორელიანს იგივე ფაქოს გაესაუბრა.
ლევან გოგორელიანი: თემო თავიდანვე ჩართული იყო ამ გადაცემაში, ბინა 18 პროდიუსერია და ახლა წამყვანობაც დაემატა.
კოტიკოს აშშ-ში წავლის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდით ვის უნდა დაეკავებინა მისი ადგილი, ბევრი ვერსია განვიხილეთ და ბოლოს ასე გადავწყვიტეთ.
ძალიან გვინდოდა, რომ გადაცემის თანაწამყვანი ირაკლი გაფრინდაშვილი ყოფილიყო (პოეტი და კახი კალაძის პრესსამსახურის უფროსი) მაგრამ უარი გვითხრა, მართალია ირაკლი ამ საქმეში გამოუცდელია, მაგრამ ვფიქრობთ რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია მსგავსი გადაცემის წაყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი იქნებოდა საქართველოში.
კომენტარი