პანდემიის შემდეგ, ერთ - ერთი პირველი კლუბი 10/11 გაიხსნა
კლუბი 10/11 ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც გამოხატა სოციალური პასუხისმგებლობა და საჩუქრები გაუგზავნა ქართველ ექიმებს, რითიც თავისი პატარა წვლილი შეიტანა და მადლობა გადაუხადა ამ ადამიანებს.
პანდემიის შემდეგ, ერთ - ერთი პირველი კლუბი 10/11 გაიხსნა, (რა თქმა უნდა ყველანაირი რეგულაციის დაცვით) და ამით ძალიან გაახარა თავისი მუდმივი სტუმრები. აქ მოსულ ადამიანებს ყოველ დღე შეუძლიათ ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით, რაც ასე ძალიან აკლდათ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, , კლუბი მუდამ განახლების და განვითარების პროცესშია და სექტემბრიდან ძალიან მსუყე და სიურპრიზებით სავსე ივენთებს პირდება ყველა მელომანს და გართობის მოყვარულებს.
როგორც 10/11 ის პიარ მენეჯერმა - ტატა ავალიშვილმა გვითხრა, კლუბი მზად არის თავისი სცენა დაუთმოს ახალგაზრდა, ნიჭიერ შემარულებლებს და ამით დაეხმაროს მათ პოპულარიზაციაში და რეალიზებაში.
კომენტარი