სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საარჩევნო უბნები დახურულია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურა.
დღეს მერებსა და გამგებლებს იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ამომრჩეველი ირჩევდა, სადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
მერის არჩევნები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი ჩატარდა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100