ეს მამა პეტრეს ახალი სახლია (ფოტო)
მამა პეტრე, იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ახალი სახლის ფოტოს ავრცელებს ემოციურ სიტყვებთან ერთად.
„არ მინდოდა ნინო ოთახის დალაგებამდე მისულიყო. არც ბავშვები მიმიყვანია. ხუთი დღეა სამ მეგობართან ერთად ვხეხავ, ვალაგებ, ვასუფთავებ, ვაკვირდები სახლს, რომელიც 16 წლიანი ურთულესი პროცესების მერე მოგვეცა. წუხელ ნინო, რატი და სოფია მივიყვანე. ის გამიხარდა, ჩემი დალაგებული და ფერების გადაწყვეტა რომ მოეწონათ. ყოველთვის ვნატრობდი, ყველას ჩემზე მეტი სულიერი და მატერიალური წინსვლა ჰქონოდა. ჩემი რიგიც ჩამოდგებოდა. ასეც მოხდა. ეს წყალობა წმინდა ნიკოლოზმა გაიმეტა და როგორც ნამდვილმა სანტამ საახალწლოდ თავშესაფარი ,,მოგვიტანა". ექვსი ბავშვი არ დატოვა ქუჩაში და ნორმალურად არსებობის საშუალება მისცა. ეს როგორ მოხდა?!
წმინდა ტრაპეზის წინ, უფალს მხურვალედ ვევედრებოდი, არავინ დარჩენილიყო უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ... დედა ღვთისას სურვილებს რომ ვუყვებოდი, პირველი გარშემო მყოფთა კეთილდღეობა იყო... ამიტომ, ახალი წლის ღამეს, სხვისთვის ინატრეთ საუკეთესო და უპირველესად თქვენ მოგადგებათ... მიხვდებით, რომ სასწაულები ხდება...“ - წერს კოლხი პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი