ფელიქს ბაუმგარტნერი 39 კმ-ს სიმაღლიდან გადმოხტა და ორი რეკორდი მოხსნა (ვიდეო)
43 წლის ავსტრიელმა პარაშუტისტმა ფელიქს ბაუმგარტნერმა 39 კმ-ზე მეტი სიმაღლიდან გადმოხტომით ერთბაშად ორი რეკორდი მოხსნა: გადმოხტომის სიმაღლისა და თავისუფალი ვარდნის სიჩქარის მიხედვით. პარაშუტისტის თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ, საბოლოო ჯამში 1 173 კმ/სთ შეადგინა.
უშუალოდ ამ ნახტომისთვის მზადებას 2,5 საათი დასჭირდა, ხოლო თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ფელიქს ბაუმგარტნერმა 4,5 წუთზე ოდნავ ნაკლები დაჰყო. ამის შემდეგ მან პარაშუტი გახსნა და მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა.
პარაშუტისტის ნახტომისთვის მზადებას, ვარდნას და მიწაზე დაშვებას მილიონობით ადამიანი თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა.
ფელიქს ბაუმგარტნერი ზალცბურგში 1969 წლის 20 აპრილს დაიბადა. მან სახელი გაითქვა განსაკუთრებით საშიში და სარისკო ტრიუკების შესრულებით. მსახურობდა ავსტრიის არმიაშიც, სადაც პარაშუტისტობით იყო დაკავებული.
კომენტარი