სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი ცელულიტებისაგან გიხსნით

გერმანელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, საუკეთესო დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები ცელულიტს ამაოდ ებრძვიან. მკვლევარების განცხადებით, ხშირი სექსი ქალბატონებს აღნიშნულ პრობლემას თავიდან აარიდებს.

მეცნიერების კვლევა ძალიან ოპტიმისტურია: ქალებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ფიზიკური კონტაქტი, სისხლში ენდორფინი, ესტროგენი და სეროტონინი აქვთ მომატებული. სწორედ ეს ჰორმონები ახდენენ გავლენას ქალებისათვის ყველაზე საძულველი „დანამატების“ – ცელულიტების, წარმოქმნაზე.

გერმანელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ქალები, რომლებსაც რეგულარულად აქვთ ინტიმური ურთიერთობა, ნაკლებად უჩივიან ცელულიტებს.

მეცნიერები რეკომენდაციებსაც გასცემენ: „მთავარია, არ დაგავიწყდეთ, სექსს რეგულარული სახე მისცეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ სასურველი შედეგი. ასევე გახსოვდეთ, რომ ნახევარ საათიანი ინტიმური კავშირი 350 კილოკალორიას წვავს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100