დღეს დიდგორობაა
დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა. დიდგორობას ქართველი მებრძოლები შეიკრიბებიან, ზეიმი პანდემიის გამო მოკრძალებული იქნება ისტორიული ბრძოლის აღსანიშნავად ემზადებიან თავდაცვის ძალები. სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად, დიდგორის ველზე გაიმართება, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივით, სპეციალურად შეიქმნა მედალი „დიდგორი 900“, რომლითაც დღეს გამორჩეული მებრძოლები სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდებიან.
დიდგორის ბრძოლა ან „ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ქართველთა ჯარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარს დიდგორის ველზე დაუპირისპირდა და დაამარცხა.
კომენტარი