სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არც უარყო და არც დაადასტურა“ - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი ქალაქში გავრცელებულ ჭორზე

ოდესღაც სკანდალური გიორგი ნაზღაიძე დიდი ხანია მოეშვა ხმაურიან განცხადებებს, თუმცა ზოგჯერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკური შინაარსის კომენტარებით აფასებდა და ამან ქალაქში ჭორი ააგორა, შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა უნდაო.

ჭორის გადამოწმების მიზნით დრონი.ჯი თავად ნაზღაიძეს დაუკავშირდა, რომელიც უკვე ორი კვირაა უკრაინაში იმყოფება და იქიდან გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ მოწყენილი ნამდვილად არაა.

-გიორგი რატომ ხარ უკრაინაში?

-დასასვენებლად და თან რაღაც საქმეებიც მაქვს. პირად ცხოვრებაზე და საქმეებზე აღარ ვსაუბრობ, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.

-ბოლო დროს რას საქმიანობ ამასაც არ გვეტყვი?

-ვმუშაობ რადიოში, ყოველ კვირა დღეს მაქვს დილის გადაცემა და ივენთ კომპანიაში ვარ ივენთების ორგანიზატორი.

-გამოდის პოლიტიკაში მოსვლას აპირებსო ტყუილია?

-ყველაფერს დრო გვიჩვენებს. რატომ ვარ კიევში და რა საქმეებზე ამასაც და ჩემს პირადსაც. ყველაფერს თავისი დრო აქვს, თუ დავრჩი და აქ შევქმნი ოჯახს ამასაც გაიგებთ. ვიცი ის, რომ აქ ვისვენენ ქართული დაძაბულობისაგან და ამით უკვე ბედნიერი ვარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100