სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რისი და რატომ გვეშინია ქართველებს მუდმივად?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ქართველთა ბუნების ერთ-ერთ მხარეს, პროფესიულ ჭრილში განიხილავს და საკმაოდაც საინტერესოდაც. საკუთარი მოსაზრება ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც მუდმივად მტრისგან თავის დაცვა სჭირდებოდა, ბუნებრივად ჩამოუყალიბდა საფრთხის განცდა - რაღაცას გვართმევენ, ჩვენი გადაჯიშება უნდათ, ყველა უცხო ჩვენთვის საშიშია... ა.შ.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალური ქსელის სტატუსებში ბევრგან შიშის აქტიურ, პანიკური გამოხატვის ტენდენციას გადავაწყდი, ზოგანაც შეფარულს, მოკლე და მსგავსი თვითშთაგონებითი ფორმულირებით - "მე ქართველი ვარ".

მეც ქართველი ვარ თხემით ტერფამდე და მართლაც არაფერია ჩემში არაქართული.

ევროპული ცხოვრების, განვითარების სტანდარტისკენ სწრაფვა არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას, არც არავის დაუკარგავს - ბერძენი არ გავს გერმანელს, იტალიელი არ გავს ფრანგს, ესტონელი არ გავს ესპანელს... პირად ცხოვრებაშიც ხომ უამრავი მეგობარი გვყავს და ყოველი მათგანი თავის თავს გავს, ჩვენ ჩვენს თავს. ზუსტად ასევე, როგორც ერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველები ევროპაში, ჩვენი სახით, ჩვენი პორტრეტით.

სახე თუ გაქვს, ვერავინ ვერ წაგართმევს. ღირსება თუ გაქვს, ვერავინ გამოგტაცებს, რწმენა თუ გაქვს, ვერაფერი შეარყევს და თუ შენი ღირებულებითი აზროვნების, ინდივიდუალურობის ხარისხი მყარია, შიში სრულიად უსარგებლო და დაუსაბუთებელი გრძნობაა მაშინ.

ჭკვიანი კაცის (ერის) ხელში ერთით მეტი ღია კარი უზარმაზარ ასპარეზს ხსნის სამომავლოდ. უჭკუოდ გამოყენების შემთხვევაში ნაკლებ შესაძლებლობებს, მაგრამ მაინც ღია კარი ჯობს ცხვირთან მოხურულს.
ამიტომ მშვენიერი "თვითდამაგრების" სტატუსია "მე ქართველი ვარ", კიდევ უკეთესი იქნება არა ზედაპირზე დარჩენა ამ სიტყვების, არამედ დაფიქრება და დაზუსტება - მე ქართველი ვარ, რაც ნიშნავს რომ მე ვარ .........” - წერს ფანჯიკიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100