
სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოვარდა - ინციდენტი გეგუთის სკოლაში
სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოვარდა - მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული და კლინიკაშია გადაყვანილი.
ინციდენტი სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. დირექცია ამტკიცებს, რომ ბავშვი ფანჯრიდან თავად გადახტა.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ უკვე გამოჰკითხა პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია.
კომენტარი