ევრო-2012-ის ფინალი: ესპანეთო-იტალია
პირველ ივლისს კიევში ევრო-2012-ის ფინალი შედგება. ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები შეერკინებიან.
ესპანეთმა ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალია 0:0 (4:2) დაჯაბნა. იტალიამ კი გერმანიას ძირითად დროში 2:1 მოუგო.
ფინალის ფავორიტად ესპანეთი ითვლება, თუმცა რა მოხდება ამის პროგნოზირება ნამდვილად რთულია. სანახაობრივი თვალსაზრისით კი რამდნიმე დღეში შეუდარებელი თამაში გველის.
ეროვნული ნაკრებების მიღწევები:
ესპანეთ:
მსოფლიო ჩემპიონი: 2010 წელი
ევროპის ჩემპიონი: 1964, 2008 წლები
ვერცხლისმედალოსანი: 1984 წელი
იტალია:
მსოფლიო ჩემპიონი: 1934, 1938, 1982, 2006
ვერცხლისმედალოსანი: 1970, 1994
ევროპის ჩემპიონი: 1968
ვერცხლისმედალოსანი: 2000
კომენტარი