თურქული ბომონდის ყველაზე გრანდიოზული ქორწლი - ბურაკ ოზჩივიტი და ფაჰრეა ევჯენი დაქორწინა
თანამედროვე თურქული შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილის - ბურაკ ოზჩივიტისა და ფაჰრეა ევჯენის სასიყვარულო ისტორია ქორწინებით დაგვირგვინდა. ვარსკვლავურმა წყვილმა 29 ივნისს იქორწინა. სოციალურ ქსელში მსახიობების ქორწილიდან ვიდეო და ფოტო კადრები გავრცელდა. წვეულებას უამრავი ცნობადი სახე ესწრებოდა. ფაჰრეის ცერემონიის განმავლობაში სამი სხვადასხვა კაბა ეცვა, რომელიც თურქეთის წამყვანმა დიზაინერებმა შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობების რომანი სამი წლის წინ გადასაღებ მოედანზე დაიწყო.
კომენტარი