წვეულება, ნარკოტიკები და სტუდენტების ორგია - სან პაულოს პრესტიჟული კოლეჯი სკანდალში გაეხვა (+18)
სან პაულოს პრესტიჟული კოლეჯი დიდ სკანდალში გაეხვა. საქმე იმ წვეულებას ეხება, რომელშიც სტუდენტების მხრიდან ნარკოტიკების გამოყენებასა და საჯარო ორგიას ჰქონდა ადგილი. კოლეჯის ადმინისტრაციამ შიდა გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა, რათა სახელის შელახვისგან დაეცვა დაწესებულება.
სან პაულოს კოლეჯი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია. ის 1856 წელს ქალაქ სიდნეიში დაარსდა და ამ დრომდე მოყოლებული ხარისხს არ კარგავს. მისი კურსდამთავრებულები საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები არიან პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ზოგადად საზოგადოებაში. ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გოფ უიტლერმაც სწორედ აქ მიიღო განათლება. სწავლის საფასური წელიწადში 30 000 დოლარია.
მოულოდნელად, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ფოტოები გავცელდა სოციალურ ქსელში, რომლებმაც დახურული წვეულება გამართეს. ეს დაწესებულებისთვის ხელმძღვანელებისთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან ისინი საკმაოდ მკაცრ დისციპლინას სთხოვენ საკუთარ სტუდენტებს და შემუშავებულია ქცევათა გარკვეული ნორმები, რომლის დარღვევაც დაუშვებელია მათთვის. თუმცა, ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომლის ვინაობაც ანონიმურია, ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ სტუდენტები ხშირად აწყობენ ხოლმე დახურულ წვეულებებს კამპუსის ტერიტორიაზე, თუმცა მუდამ ჩუმად მოქმედებენ, რათა ადმინისტრაციის ყურამდე არ მივიდეს მათი გართობის ამბავი და ყოველ ჯერზე უამრავ ნარკოტიკსა და ალკოჰოლს მოიხმარენ ისინი. როგორც გოგონა ამბობს, ასეთ წვეულებებზე პირველკურსელ გოგონებს უშვებენ მხოლოდ, შემდეგ მათთან ღია სექსი აქვთ და საიდუმლო სოციალურ ქსელში, რომელში წვდომაც მაღალკურსელ სტუდენტებს აქვთ, ფოტოებს ტვირთავენ. შედეგად, ყველა სტუდენტი ნახულობს, თუ როგორ ატყუებენ პატარა გოგოებს და როგორ დასცინიან მათ.
როგორც გაირკვა, ადგილი ჰქონდა გენდერულ დისკრიმინაციას, რომელსაც კოლეჯის ხელმძღვანელობა ყურადღების გარეშე არ დატოვებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
კომენტარი