სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისარგებლეთ 20%-მდე CASH BACK შეთავაზებით „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში

დღეიდან „თეგეტა მოტორსის“ ერთგული მომხმარებელი, რომელიც სასურველ პროდუქციას შეიძენს „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში დაუბრუნდებათ 20%-მდე თანხა ქულების სახით „თეგეტა ქარდზე“. აქცია მოქმედებს როგორც ნაღდი ანგაშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში. დაგროვილი ქულები შეგიძლიათ გაანაღდოთ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნებისმიერ პროდუქციაზე.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ „თეგეტა ქარდის“ მფლობელი, „თეგეტა მოტორსში“ ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, მიმართეთ გაყიდვების კონსულტანტს, სექტორის მენეჯერს ან აღრიცხვის ოპერატორს, რომლებიც დაგეხმარებიან რეგისტრაციაში, ამისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) წარდგენა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებაა საჭირო, რის შემდეგაც გადმოგეცემათ „თეგეტა ქარდი“.

„თეგეტა ქარდის“ მიღება და აღნიშნული ბარათით სარგებლობა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრებში როგორც თბილისში ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100