კვერცხი სოკოთი
მასალა:
6 კვერცხი
1.5 ჭიქა რძე
4 სუფრის კოვზი ფქვილი
200-300 გრამი სოკო
2 თავი ხახვი
მარილი
წიწაკა
მწვანილი
მომზადების წესი: კვერცხის გულსა და ცილას დავუმატოთ რძე, მარილი, ფქვილი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაცხელებულ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ მოვასხამთ მცენარეულ ზეთს, შევწვათ მიღებული მასა. გავაციოთ და 8-10 ცალ კვადრატული ფორმის ნაწილებად დავჭრათ. სოკო მოვხარშოთ და ნახარში გადავაქციოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ შერბილებამდე, შემდეგ დავუმატოთ მოხარშული სოკო და დავტოვოთ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. თეფშზე დავაწყოთ კვადრატული ფორმის შემწვარი კვერცხი და ზემოდან დავადოთ ხახვისა და სოკოს ნარევი.
კომენტარი