სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი კანის ფესტივალზე უგონოდ დათვრა

მოგეხსენებათ, კანის ფესტივალზე ვარსკვლავების ყოველი ნაბიჯი მაშინვე ისტორიად იქცევა ხოლმე. ყველა ღონისძიებაზე პაპარაცები გუნდ-გუნდად დასდევენ მათ.

ერთადერთი ადგილი, სადაც მოდუნება და დასვენება შეუძლიათ, პრესისთვის დახურული წვეულებებია. კანის ფესტივალის დახურვის წინა საღამოს თავს დასვენების უფლება ანჯელინა ჯოლიმაც მისცა. მისი მეუღლე, ბრედ პიტი, ფესტივალის გმირი გახლდათ, ვინაიდან ის მთავარ როლს ასრულებს ფილმში „ცხოვრების ხე“.

ანჯელინა, უბრალოდ, მას ახლდა და, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ვერსაჩეს შოკოლადისფერ კაბაში გამოწყობილი ჯოლი პოზირებდა წითელ ხალიჩაზე, შემდეგ კი ცოლ-ქმარმა სხვა სტუმრებთან ერთად კინოდარბაზში გადაინაცვლა, სადაც „ცხოვრების ხის“ პრემიერა გაიმართა, საღამოს კი რესტორანს ეწვივნენ, სადაც ანჯელინა ისე გამოთვრა, მისი ცნობა ძნელი იყო.

მსახიობი გაწეწილმა თმამ და დაჭმუჭნილმა კაბამ გასცა, თანაც სიმთვრალე ვარსკვლავს მზერაზეც ეტყობოდა. ბრედმა მეუღლე გაჭირვებით მიიყვანა ლიმუზინამდე და მანქანაში ძლივს ჩასვა. უკანა სავარძელზე მჯდარ ანჯელინას მაშინვე ღრმად ჩაეძინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100