ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო რეგისტრაციიდან ”ნაციონალური მოძრაობის” მოხსნის წინააღმდეგია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა
ივანიშვილი საარჩევნო
რეგისტრაციიდან ”ნაციონალური
მოძრაობის” მოხსნის
წინააღმდეგია.
”მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედებისა და მათ მიმართ ასეთი უკიდირესი ნაბიჯების. ბევრი საყვედურიც მოდის, მაგრამ ეს არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას, ჩვენს მომავალს და მე ამის მსურველებს ვთხოვდი, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გამონათქვამებისგან.
ჯობია, სამართლებრივი სტატუსი გვქონდეს. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და მძიმე ქმედებები საზოგადოების მხრიდან თავშიც არ უნდა გავივლოთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მთლად უსაფუძვლო არ არის ნიჰილიზმის განწყობა როგორც მის მიმართ, ასევე მისი დატოვებული ხელისუფლების, ვინაიდან არ, ან ვერ დაისაჯნენ დამნაშავეები.
ივანიშვილის
თქმით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ოთხწლიანი კოჰაბიტაციის პროცესი ღირსეულად მიიღო.
რაც შეეხება კოჰაბიტაციას, იყო თუ არა ეს შეცდომა და რას გააკეთებდა ივანიშვილი 2012
წელი რომ დაბრუნდეს, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ იგივეს გააკეთებდა, რაც მაშინ გააკეთა.
”შეუძლებელი
გავაკეთეთ.
სიტყვა კოჰაბიტაცია მე არ ვიცოდი, ჩვენი თანამეგობრობიდან
შემოტანილი
სიტყვაა, რა თქმა უნდა. ჩემი დამოკიდებულება იყო, რომ სასამართლოს გარეშე არავინ გასამართლდეს. აგრესიისგან ყველამ თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა კოჰაბიტაცია მოტანილი იყო უცხოელებისგან. ზოგჯერ მეც მაქვს გარკვეული იმედგაცრუება და წყენა, იმაზე, რომ შეიძლება საზოგადოებას არ ესმის, რომ ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა. განწყობა იყო ისეთი, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა. ჩემთან საუბრის შემდეგ კი გაოგნებული იყვნენ პარტნიორები, რომ კიდევ ვინმე უნდა იყოს დაჭერილი. შეხვედრების
90%-ს მათთვის განმარტებებში ვკარგავდი. ის, რომ აშშ-ს იმედი გაუცრუვდეს, ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
ასევეა ევროპაც”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, ევროპელების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას იმის შესახებ, რომ დაჭერები არ ყოფილიყო, თუმცა ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ მეორე მხრივ, არსებობდა საზოგადოება, რომელიც დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.
ივანიშვილის
განმარტებით,
ეს ყველაფერი ძალიან რთული გადასატანი იყო, ვინაიდან ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
”საზოგადოება
არის ლეგიტიმურად ნაწყენი, ვინაიდან ისევ ესენი ძალადობენ. კადაფიზაციას ახსენებენ. საზოგადოებას ეგონა, რომ 2012 წელს ”ომი” დასრულდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა კი ვეუბნები ყველას, ”ომი” ახლა დასრულდება. იმედი მაქვს დასრულდება ”ყვარყვარიზმი”. დავიფიცებ თუ გნებავთ, რომ ვიცოდი მსგავსი 4 წელი იქნებოდა. გადაჭარბებულმა მოლოდინმა გამოიწვია იმედგაცრუება, არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, არამედ ეკონომიკის ნაწილშიც. ეგონათ, რომ ერთ წელიწადში საოცრება მოხდებოდა, ყველა ქართველი გამდიდრდებოდა და ყველა სამსახურს იშოვიდა. ეს შეუძლებელია. პროცესი ახლა, ამ არჩევნებით სრულდება. გარწმუნებთ, ამის შემდეგ მათი ბობოქრობა დასრულდება. კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ვერ დასრულდება, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათ კანონის უზენაესობა უნდა აღიარონ. 9 დღეც მოითმინეთ და ქარიშხალი ჩადგება. არ აქვთ მათ არაფრის თავი. არჩევნების შემდგომ საბოლოოდ ჩაწყნარდებიან”,
- აღნიშნა
ბიძინა ივანიშვილმა.
კითხვაზე,
არის თუ არა მოლოდინი არჩევნების შემდეგ დაძაბულობისა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა, ამის მოლოდინი არ არის, ვინაიდან ”ნაციონალური მოძრაობა” დარწმუნდება, რომ არაფრის თავი არ აქვს და დამშვიდდება.
კომენტარი